საპატრიარქოს განათლების ცენტრის განცხადება
ახალი სტანდარტების "მე და საზოგადოება" (III-IV კლ.) და "ჩვენი საქართველო" (V-VI კლ.) პროექტის შესახებ
2015 წლის ივლის-აგვისტოს განმავლობაში საპატრიაქოსთან არსებული გა-ნათლების ცენტრის თანამშრომლები რამდენჯერმე შეხვდნენ ახალი სტანდარტების პროექტის ავტორთა ჯგუფს. შეხვედრების შედეგად ავტორთა ჯგუფმა გაიზიარა ზოგიერთი შენიშვნა, კერძოდ: ამოღებულია ტერმინი „გენდერული იდენტობა“, რომლის რეალური შინაარსი გაუგებარია თვით მასწავლებისთვისაც. ამოღებულია პოლიტიკური ხასიათის კატეგორიები: „ლიბერალიზმი“ ან „დემოკრატიული ღირებულებები“, რომლებიც ბავშვის პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ახდენენ. ვფიქრობთ, III-IV კლასელი ბავშვებისთვის პოლიტიკური სისტემების შესახებ განყენებული ინფორმაცია დამატებითი ტვირთია.
თემის „მე და ოჯახის“ სათაური შეცვალეს ჩვენი რეკომენდაციით და ეწოდა „ჩემი ოჯახი“, რათა ბავშვის ცნობიერებაში მოიხსნას ოჯახისგან დისტანცირების და გაუცხოების ფაქტორი. თემაში შეიტანეს სიტყვები: მამა, დედა, და, ძმა და ა.შ. თემის, „რისი მჯერა, რისი მწამს“, სათაური შეცვალეს და ეწოდა „რელიგია და რწმენა“. შესაბამისად, ამოღებულია კითხვები: „გჯერა თუ არა თოვლის ბაბუის?“ „ბეტმენის?“ და ა.შ.
მიუხედავად ამ და სხვა მცირე ცვლილებებისა, ორივე სტანდარტის პროექტი მაინც მოითხოვს ძირეულ გადახედვას და გადაკეთებას. უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების მხრიდან არ არსებობს სოციალური დაკვეთა სასკოლო პროგრამაში ამ სტანდარტების ამოქმედებისა. მეორე _ პროექტი ბაძავს დასავლეთში არსებულ მოდელებს. ჩვენს პედაგოგიურ კადრებს კი არა აქვთ სათანადო კვალიფიკაცია და მოუმზადებლები არიან ამ სტანდარტების რეალიზებისათვის. მესამე _ პროექტის მეთოდოლოგიურ ნაწილში შეტანილია ფსიქოთერაპიის ისეთი მეთოდები, როგორიც არის „ცხელი სკამი“, „გონებრივი იერიში“, „პრობლემების ხე“ და სხვ. ამ ტერმინების ადეკვატური შესაბამისი მეთოდები სასკოლო სივრცეში კი არა, სპეციალურ კლინიკებში გამოიყენება. თუ ამ ტერმინებში სხვა რამე იგულისხმება, პედაგოგისთვის გაუგებარი იქნება და თვითშემოქმედების ფართო ასპარეზი იხსნება.
თემა „ჩემი ოჯახი“ შეიცავს კითხვებს, რომლებიც, რა ფორმითაც არ უნდა დაისვას, არღვევენ ბავშვთა უფლებების კონვენციის კანონებს. კერძოდ, საჯაროდ, კლასში არ შეიძლება იყოს განხილული მოსწავლის ოჯახის კონფიდენციალური ინფორმაცია ოჯახში არსებული მდგომარეობის შესახებ. ეს არის ბავშვთა ფსიქოლოგის, აღმზრდელის მოსწავლესთან პირადი ურთიერთობის შემთხვევაში განსახილველი საკითხები.
თემა, „რელიგია და რწმენა“ არ ითვალისწინებს ჩვენ მიერ შემოთავაზებულ სქემას რელიგიური ცნობიერების და მისი ძირითადი დებულების გააზრებისა. თემა ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს და დეფორმირებულ წარმოდგენას უქმნის მოსწავლეს რელიგიის შესახებ; რჩება შთაბეჭდილება რელიგიის ყოფით დონესთან გაიგივებისა. ჩვენს ქვეყანაში არსებული რელიგიები არ განიხილება არც ისტორიულ ჭრილში, არც იმის მიხედვით, რომელია საქართველოში დომინანტი რელიგია. მინიშნებაც არ არის I-XX საუკუნეების განმავლობაში საქართველოში მოღვაწე ცნობილ ქრისტიან მეფეებზე, დედოფლებზე, განმანათლებლებზე, მოწამეებზე, არც ქრისტიანულ კულტურაზე საქართველოში. ამ თემას პროექტში სხვა ხარვეზებიც ახლავს.
თემა „თემი, რომელშიც ვცხოვრობ“ არ აკავშირებს კონკრეტულ თემს საქართველოსთან, როგორც ერთიან ქვეყანასთან და სახელმწოფოსთან. რთული დემოგრაფიული მდგომარეობის თვალსაზრისით, რეგიონებისათვის ამგვარი განკერძოება შეიძლება გახდეს დამატებითი ფაქტორი იქ სეპარატიზმის პროვოცირებისა. პროექტში არ განიხილება ამა თუ იმ თემის ისტორია, როდის ჩამოყალიბდა კონკრეტულ რეგიონში, რა ბედი ეწია იქ მანამდე მცხოვრებ მკვიდრ მოსახლეობას, რომლის კულტურულ-ისტორიული ძეგლებიც ცნობილია იმ რეგიონში (მაგალითად: კუმურდო, ფოკანი და სხვ.)
სტანდარტის პროექტს „ჩვენი საქართველო“ აქვს როგორც ზემოთ ჩამოთვლილი, ისე განსხვავებული ტიპის ხარვეზებიც და როგორც შესავალი საქართველოს ისტორიისა, ვერ ასრულებს თავის მისიას.
ცალკე დგას საკითხი ამ საგნების სწავლებისა არაქართულენოვან სკოლებში.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ:
1) სასწავლო პროცესის საათობრივი ბადე ისედაც გადატვირთულია, რის ფონზეც ახალი სტანდარტების დამტკიცებით შემოსული საგნები უფრო მეტად გადატვირთავენ საათობრივ ბადეს;
2) ახალი სტანდარტის პროექტით გათვალისწინებული საგნების არა ერთი საკითხი შეტანილია მოქმედ სტანდარტებსა და მათ შესაბამის საგნებში. მაგალითად: სამოქალაქო განათლება, საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია, გეოგრაფია და ა.შ.;
3) სტანდარტის პროექტში არა არის განმარტებული ისეთი საკვანძო სიტყვები და ტერმინები, როგორებიცაა: ღირსება, თემი, ოჯახი...
და მრავალი სხვა...
აქტუალური თემები
1. მითი თუ რეალობა?
ბატონმა ოთარ ზოიძემ, რომელიც ყველასათვის ცნობილია პროფესიული და პიროვნული-ადამიანური კეთილსინდი–სიერებით, კარგად იცის, რომ დასაბუთება წინ უნდა უსწრებდეს დასკვნას. ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით იგი, სამწუხაროდ, საპირისპიროდ ცვლის ამ თანამიმდევრობას და ვიდრე კანონის ოპონენტების ხედვას განიხილავდეს და დასაბუთებულად გააკრიტიკებდეს, მათ პოზიციას სამგზის უწოდებს "მითს", რითიც, სამწუხაროდ, თავის მიკერძოე–ბულობას გამოხატავს... ვრცლად
2. საქართველოს გზა
ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთის და დასავლეთის, ჩრდილოეთის და სამხრეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს, ყოველთვის დგას იმ დიდი არჩევანის წინაშე, რომელიც მის აწმყოს და მომავალს განსაზღვრავს... ვრცლად
3.
მოსაზრებები 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით; იხ. ვიდეო)
4. სახელმწიფოს ბიუჯეტიდან საპატრიარქოს
დაფინანსების საკითხისათვის
უკანასკნელ პერიოდში ჩვენს საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში პოლემიკის საგნად იქცა საპატრიარქოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეული თანხის გამოყოფის თემა. აინტერესებთ, თუ კონკრეტულად რას ხმარდება ეს თანხები. ამ კითხვით ჩვენ მივმართეთ საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარეს, მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი).
მეუფე იოანე: „ეს საკითხი დიდი ხანია გადაწყვეტილია. საბჭოთა კავშირის დაშლის და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ არეული წლები იყო; როგორც კი მდგომარეობა ცოტათი დალაგდა, 1996-97 წ.წ., გაიმართა დიალოგი ხელისუფელებასა და ეკლესიის წარმომადგენლებს შორის იმის თაობაზე, რომ კომუნისტური რეჟიმის დროს ათეული წლების მანძილზე ეკლესიას მიყენებული ჰქონდა ზარალი როგორც მატერიალური, ისე მორალური.
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური სკოლა 20 წლის იუბილეს აღნიშნავს
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლურ სკოლას 20 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II...
განათლების ცენტრის კურატორთა მიერ 2009-2011წწ.-ში
ჩატარებული მონიტორინგის შედეგები
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრში 2009 წლიდან მუშაობს საპატრიარქოსთან არსებული სკოლების (გიმნაზიების) მონიტორინგის ჯგუფი ...
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სკოლების ნუსხა,
რომელთაც
2010-11წწ. ჩაუტარდათ სხვადასხვა სახის ტრეინინგები
საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ სკოლებს განათლების ცენტრის ეგიდით ჩაუტარდათ ტრეინინგები. სულ 617-მა პედაგოგმა...
ვრცლად
ლექცია დიეტოლოგიის საკითხებზე წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახ. გიმნაზიაში (განათლების ცენტრის ეგიდით)
საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ სკოლებს განათლების ცენტრი კურირებს ...
ვრცლად
ღია გაკვეთილი გერმანულ ენაში
წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახ. გიმნაზიაში
საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ სკოლებს განათლების ცენტრი კურირებს ...
გორის გიმნაზიაში ჩატარებული საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ -2012
საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ სკოლებს განათლების ცენტრი კურირებს ...
ვრცლად
მესტიის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეთა კონცერტი. ივლისი-2010 წ.
კონცერტის ვიოდეო ჩანაწერი...
ვრცლად
საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული სასწავლებლები
საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ სასწავლებლებს განათლების ცენტრი კურირებს ...
ვრცლადსაპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული სკოლები
საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ სკოლებს განათლების ცენტრი კურირებს ...
ვრცლადივლ.
პედაგოგთა კონფერენცია (16–17 2014)
პედაგოგთა კონფერენციის ვიდეო–მასალა.
ივლ.
პედაგოგთა კონფერენცია (1–2 ივლისი 2014)
პედაგოგთა კონფერენციის ვიდეო–მასალა.
ოქტ.
პედაგოგთა V კონფერენცია საპატრიარქოში (29 ოქტომბერი 2011)
პედაგოგთა V კონფერენცია-სემინარის შესახებ ინფორმაცია, მოხსენებების ტექსტები, ფოტო- და ვიდეო-მასალა.
აპრ.
პედაგოგთა IV კონფერენცია საპატრიარქოში (29 აპრილი 2011 წ.)
პედაგოგთა IV კონფერენცია-სემინარის შესახებ ინფორმაცია, მოხსენებების ტექსტები, ფოტო- და ვიდეო-მასალა.
იანვ.
პედაგოგთა III კონფერენცია საპატრიარქოში (17 იანვარი 2011 წ.)
პედაგოგთა III კონფერენცია-სემინარის შესახებ ინფორმაცია, მოხსენებების ტექსტები, ფოტო- და ვიდეო-მასალა.
ივნისი
პედაგოგთა II კონფერენცია საპატრიარქოში (7 ივნისი 2010 წ.)
პედაგოგთა II კონფერენცია-სემინარის შესახებ ინფორმაცია, მოხსენებების ტექსტები, ფოტო- და ვიდეო-მასალა.
მაისი
პედაგოგთა I კონფერენცია საპატრიარქოში (17-18 მაისი 2010)
პედაგოგთა I კონფერენცია-სემინარის შესახებ ინფორმაცია, მოხსენებების ტექსტები, ფოტო- და ვიდეო-მასალა.
დეკემ.
პედაგოგთა I შეკრება საპატრიარქოში (28 დეკემბერი 2009)
პედაგოგთა I შეკრების შესახებ ინფორმაცია.