კითხვა: სად შეიძლება ამოვიკითხოთ და რა არის მითითებული ფერისცვალებამდე ყურძნის ან სხვა ხილის მიღების თაობაზე?


კითხვას პასუხობს ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი,
დეკანოზი ბიძინა გუნია


ფერისცვალებამდე ხილის ხმევისათვის

_ "ხოლო უკეთუ ძმათაგანი იყოფოდეს მჭამელ ყურძნისა, პირველ დღესასწაულ ამის, იგი უსმენელობისათვის ყუედრებასა მიიღებს, და ნუ სჭამს ვიდრემდის არა სრულ იქმნეს თთუეი აგვისტოი, მით რამეთუ უწყებულ ვართ ტიბიკონისა მიერ არა მიღებად, და რათა ამიერითგან ვისწაოთ სხუათაცა მორჩილ-ყოფაი ტიპიკონსა წმიდათა მამათასა" (1. 706);
_ "ესე უკუეი ტიბიკონი იქმნების ლეღუსაცა ზედა და სხუათა, ყოველთა ხილთა ზოგად, ვითარ იგი ცხად-ჰყოფს ჟამი მათი, რომელი ოდესცა მოიწიოს (1. 707);
_ "ხოლო ვიტყვით ამას, თვინიერ მოხმულთა მათ და განყოფილთა ლეღუთა მცუეილთა მიერ, რამეთუ იგინი დაუყენებლად იჭამებიან (1. 707);
შენიშვნა: 1. მოხუმა _ გამოღება (2. 291);
ტიპიკონი, რომელ არს ქცევა და  წესი ეკლესიათა.
განგება წმიდისა იერუსალიმისა ლავრისა, ღირსისა და ღმერთშემოსი-ლისა მამისა ჩუენისა საბაისი. ესრეთ განგება იქმნება და სხუათა იერუსა-ლიმს პატიოსანთა მონასტერთა, მსგავსად და სხუათა წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა
(3):
_ "შუენის უწყება, რამეთუ დადებულ არს და მოცემულ არს წმიდათა მამათაგან დღესასწაული ფერისცვალებისა ესე მაცხოვრისა. ვიხმევთ ყურძენსა, სადაცა იშოებოდეს. მღდელისგან იქნებაი კურთხევა. მოიღების ყურძენი ეკლესიასა შინა და გარდაფარებულსა ზედა განიყოფის, ხოლო ითქუმის ლოცვა ყურძენსა ზედა და აღვიღებთ. უკუეთუ ვინ ძმათგანი იპოებოდეს მჭამელი ყურძნისა, პირველ დღესასწაულისა ამის, პირველ სმენისა, დაყენებულ არს მიღებაი და ნუ სჭამს ვიდრემდის არა სრულ იქმნეს თვე აგვისტო, რამეთუ უწყებულ ვართ ტიპი-კონისა მიერ არა მიღებაიდ, რამეთუ, რათა ამიერითგან ვისწავოთ და სხუაცა თანამდებ არს ტიპიკონისა წმიდათა მამათასა. ხოლო ესე დაყენებულ იქმნების, დაიყენების ყურძნისგან არა ჭამად ძმა. ხოლო ყურძენი ტრაპეზსა ზედა, შემდგომად დღესასწაულისა ამისი სამგზის კვრიაკეთა შინა შუენის, რათა დაეგებოდეს ძმათა, რომელ არს ორშაბათსა, ოთხშაბათსა და პარასკევსა, რათა მიიღებდენ ძმანი. ესე ტიპიკონი იქმნების ლეღუსაცა ზედა და სხუათაცა ხილთა ზოგად, ვითარცა გამოცხადებულ არს ჟამი მათი რომელ როდის მოიწიოს. ხო-ლო ესე ეთქმის მცველთა ლეღვსათა და განუყოს, რათა ჭამონ ესე";
_ "Устав Церковный запрещает вкушать новый виноград прежде благословения его 6-го августа (4. 563). "А в Роосии в тех местах где виноград не растёт
освящаяются в этот день яблоки" (4. 563);
_ "Аще кто от братии снесть гроздие прежде сицеваго праздника, то преслушания запрещение да приимет, и да не вкусит гроздие чрез весь август месяц, яко заповеданный устав презрев: яко да от сего навыкнуть и прочии повиноватися уставу святых отец. Сие же запрещение бывает и блюдущим винограды братии. Сей устав бывает и на смоквах и над прочими овощами: яве яко времена их, кое когда приспеет» (7. 302; 8. 581);
(ПРИМЕЧАНИЕ: Гроздие - кисти виноградния – Церковно-слявянский СЛОВАРЬ, стр.43)
_ იხილეთ ასევე: 5. 560; 6. 364 (6 აგვისტო) და ა. შ.

დამოწმებული ლიტეტრატურა:

1. სადღესასწაულო (მოსკოვი _ 1805წ.);
2. ილია აბულაძე _ ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბილისი – 1973წ;
3. ხელნაწერი А – 399 (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი);
4. К. Никольский – Учебный устав Богослужения (Санкт-Петербург - 1995г.);
5. Настольная книга священнослужителя, т. I (Москва - 1977г.);
6. Типикон си есть устав ( Москва _ 1854г.);
7. С.В. Булгаков – Настольная книга священно-церковно-служителя, т. I (Москва
- 1993г.);
8. Богослужебные указания на 2012 год.

 

 


 


 

1234 5 << მთავარი გვერდი